თურქეთს სურს, რუსეთისა და უკრაინის პრობლემები მოლაპარაკების გზით გადაწყდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
კალინის თქმით, ყველანაირი დაძაბულობა და კონფლიქტი შავ ზღვასა და რეგიონში ყველას საზიანოდ ხდება.
„თურქეთი იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ყირიმელი თათრების უფლებებს და მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
იბრაჰიმ კალინმა აღნიშნული განცხადებები თურქეთში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას ზრდის და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას ახდენს.