ეს წერილი დიდი ხანია დაწერილი მაქვს და მისი გამოქვეყნება რატომღაც დღეს გადავწყვიტე…
მე არ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ჩემ სამშობლოდ ვთვლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე და…
– სადაც, შავებში ჩაცმული ქართველი ხანშიშესული ქალები ქუჩის კუთხეში ჩამომჯდარან და მათხოვრობენ;
– სადაც, ცოლებს ქმრები თავის შკუაზე დაჰყავთ!.
– სადაც ოდითგან სულად აღქმული ქრისტეს 10 მცნება დროის უკუღმართობამ მხოლოდ ერთეულთა მოქმედების ნაწილად დატოვა და ქართველს გაუქრა იმის შიში, რომ მოვა დრო და მას მოეკითხება არაფრად აღქმული ცოდვა მისი;
– სადაც მორალი და ზნეობა მეორეხარისხოვანი ღირებულება გახდა;
– სადაც, მეძავეობა და ზნედაცემულობა თუნდაც ერთი ქართველი ქალისათვის შემოსავლის ერთად-ერთი წყაროს წარმოადგენს;
– სადაც, შვილებს ძიძები ზრდიან და შვილებს თავიანთი მშობლების ალერსი ენატრებათ;
– სადაც, ავტომანქანის საჭეს პირში სიგარეტგარჭობილი ქალები მართავენ და გამომწვევად იყურებიან ფანჯარაში;
– სადაც, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უმუშევარია და მხოლოდ არსებობის უფლებით ცხოვრობს თავის სამშობლოში;
– სადაც, ხელისუფლება საკუთარ ხალხზე აგერ უკვე 25 წელია ექსპერიმენტებს ატარებს და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი ადამიანები ვართ და ისინი წარმოადგენენ ამ ქვეყანაზე ყველაფერს;
– სადაც, ჭეშმარიტი რწმენა ერთგვარი პიარის ნაწილი გახდა და მორწმუნე თუ ურწმუნო ადამიანი ცდილობს სუფრაზე ღმერთის სადღეგრძელოს შესმით მოიწონოს თავი;
– სადაც, ადამიანები სიყვარულის შემცვლელ სხვა ღირებულებებს ანაცვლებენ რაღაც ჩვენთვის გაუგებარში და თითქოს ახალს ეძებენ და ამ ძიებით დაბნეულები რაღაცას მიედ-მოედებიან და პირიქით, სიძულვილის მორევში იჩეხებიან;
– სადაც ამპარტავნობა, ქედმაღლობა, გულგრილობა და მიმბაძველობა სხვისადმი იმდაგვარად იკიდებს ფეხს საზოგადოებრივ ხასიათში, რომ ყოველი დაგვიანებული დღე ერის გადაგვარების ტოლფასი შეიძლება რომ გახდეს;
– სადაც, მიცვალებულის მოსახსენებელი ხალხმრავალი ქელეხებით ჭირისუფალი უკანასკნელ „ტყავს იძრობს“ და იძულებულია ამით თავი მოიწონოს – ამ აღვირახსნილობაში კი ორი ჭიქა ღვინის შესმის შემდეგ მიცვალებული სული აღარავის ახსოვს;
– სადაც, გაუბედურებულ და გაძვალტყავებულ ქვეყანაში ფეშენებელურ ქორწილებს იხდიან ჰოლივუდის სცენარის მსგავსად და ამით იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ დასავლეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ;
– სადაც, ეროვნული ტრადიციები და ადათ – წესები მივიწყების საშიშროების წინაშე დგანან და ერს ემუქრება სამარადჟამო გადაგვარება;
– სადაც ცხოვრების უკუღმართობამ და ეშმაკის მიერ შემოგდებულმა წესმა ქალს ქალურობა დააკარგვინა, კაცს კაცური ხასიათი – ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს;
– სადაც, ქალებს მხოლოდ იმიტომ არ უნდათ შვილების გაჩენა, რომ ეს მათ შემდგომში მძიმე ტვირთდ დააწვებათ ოჯახში ან კიდევ კარიერულ წინსვლაში შეუშლის ხელს;
– სადაც, ქალი მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გასულია და ქმარი ამას გულარხეინად შორიდან შეჰყურებს და ეამაყება კიდევაც;
– სადაც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამშობლოდან გადახვეწილია და ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ მათი უმეტესობა ქალები არიან – ერთ დროს ტრადიციული ქართული ოჯახის დიასახლისები;
– სადაც, სოციალურად დაუცველი ადამიანები იმდენად მომრავლდნენ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვითომდა მათი გულის მოსაგებად უფასო სასადილოებია გახსნილი;
– სადაც, არ არსებობს ცივილიზებული საბანკო-საკრედიტო ერთეული, არსებობს მხოლოდ მევხშეთა კარგად ორგანიზებული მაფიოზური წარმონაქმნი, რომლებიც მამა-სისხლად ძარცვავენ საკუთარ ხალხს;
– სადაც, მდინარეებიდან თუ მანქანის ბორბლებიდან ყოველდღიურად ამოჰყავთ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო;
– სადაც, ქვეყნის ბიუჯეტი ძირითადად ვაჭრობიდან და საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული ამონაგებით ივსება და ქვეყნის მოსახლეობის 80%-მდე დაკავებულია იმპორტირებული საქონლის გადანაწილებით და არა საკუთარი ეროვნული პროდუქტის წარმოებით და შექმნით;
– სადაც, სახელმწიფო საკუთარი ხალხის მილიონებს ხარჯავს გასართობ და ვნებააღმძვრელ ღონისძიებებში, მაშინ როდესაც ამ ფულით შესაძლებელია უამრავი გაჭირვებულ ადამიანს ეშველოს ან კიდევ შეიქმნას სამუშაო ადგილები და ახალი საწარმოო სიმძლავრები;
– სადაც, ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესი მევახშეობაა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ლომბარდები და მიკროსაფინაანსო ორაგნიზაციები მამა – სისხლად ატყავებენ საკუთარ მოსახლეობას;
– სადაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები და შელახულია ერის ღირსება და ხელისუფლება ამას ყველაფერს გულგრილად უყურებს;
– სადაც, იმისათვის, რომ ადამიანებს ლუკმა-პური ეშოვათ, წამალი ეყიდათ, ბიზნესი აეწყოთ, ესწავლათ, ემკურნალათ და სხვა ათასი, სახელმწიფომ აიძულა მისივე უსამართლო კანონებით შექმნილ საბანკო სისტემაში ჩაედოთ მამა-პაპათა უძრავი თუ მოძრავი ქონება და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ვერ მოეხერხებინათ საბანკო ვალდებულებების დაფარვა და ამ მიზეზით იძულებულნი გამხდარიყვნენ ჩალის ფასად დაეთმოთ ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ ამ ქვეყანაზე;
– სადაც, ბოზობა და გარყვნილობა სამარცხვინო აღარ არის და ქართველი ქალი ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად ღამის კლუბებში ერთობა დილიდან საღამომდე;
– სადაც, ქალიშვილობის ინსტიტუტის ხსენებაც არ არის და გოგო-ბიჭთა ორგიები ხშირ შემთხვევებში შუაგულ ქუჩებშიც კი ხდება;
– სადაც ერთი წლის განმავლობაში დაქორწინებული 100 წყვილიდან, 65 განქორწინდა და კიდევ მეტი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს, მათგან კი უმეტესობას შვილი ეყოლა და ჩვენდა სამწუხაროდ ის მოზარდი ერთ-ერთი მშობლის გარეშე დარჩა;
– სადაც, თეატრებში და ძვირადღირებულ სანახაობებზე დადიან ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი საერთო არა აქვთ კულტურასთან და მხოლოდ მოსახლეობის 97%-ის ნაძარცვი ფულით შეუძლიათ არ გამოაკლლდნენ მსგავს სანახაობებს;’
– სადაც, ქართველმა დიასახლისებმა ელემენტრული კერძის დამზადებაც კი არ იციან და სუპერმარკეტებში ნაყიდი კერძებით ივსებენ კუჭს ოჯახის ყველა სხვა წევრთან ერთად;
– სადაც, პენსიონერის პენსია უტოლდება ნორმალური ქვეყნების ცხოვრების სტანდარტების მხოლოდ სამი-ოთხი დღის ნორმას;
– სადაც, მოსახლეობის დემოგრფიული მდგომარეობა არავის ადარდებს მაშინ, როდესაც ერი გადაშენების პირამდეა მისული და ხელისუფალს არც კი გააჩნია ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები;
– სადაც ხელისუფლება მხოლოდ იმით იწონებს თავს, ჩვენი ფულით რამდენი ხიდი ააშენა, ან რამდენი კილომეტრი გზა დააგო, რამდენი სახლი შეაკეთა, ან რამდენი სათამაშო მოდანი ააშენა, რაც ასევე წარმატებით შეუძლია გააკეთოს სრულიად მოუმწიფებელმა მოზრდმა და მას არც თუ ისე დიდი ნიჭი და ჭკუა ჭირდება, იმის მაგივრად, რომ თავი მოიწონოს რამდენი ნიჭიერი მამულიშვილი გაუზარდა ქვეყანას და საზოგადოების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის რამდენი პროექტი განახორციელა – რა გააკეთა საზოგადოების მორალური და სულიერი გაჯანსაღებისათის;
– სადაც, სირცხვილად აღარ ითვლება ის, რაც ოდითგანვე სირცხვილად ითვლებოდა და ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესი იყო, რითაც ერს ყოველთვის მოწონდა თავი და საერთოდ სირცხვილის გრძნობა ისე გაუფასურდა, რომ ქართველმა ერმა თითქოს თავისი საყრდენი წერტილი დაკარგა და ვიღაცის ან რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იძულებულია რადიკალურად გადაუხვის განვითარების ტრადიციულ სტანდარტებს და ვიღაც უწარსულო ერების ნებასა და სურვილებს დაჰყვეს;
– მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომლის კონსტიტუცია თავის ხალხს ღირსეულად ცხოვრების უფლებას ართმევს, არ აძლევს საშუალებას იცხოვროს ოდითგან ჩვენი წინაპრების მიერ დღემდე მოტანილი ადათ-წესებით და იმ ცნებებით, რომელიც ქართველმა ერმა ჯერ კიდევ როდის შეისისხლხორცა და გაიხადა საკუთარი სულის ნაწილად – რომლის ძირითადი პოსტულსტები პირდაპირ თუ ირიბად უსამართლობას ამკვიდრებენ ჩემს ქვეყანაში და ემსახურებიან მხოლოდ მათ, ვინც იგი საკუთარ თავზე და ჯიბეზე მოირგო;
– და ბოლოს, მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ქართულ ტრადიციულ სუფრებზე დიდი პათეტიკით და ამაღლებული სიტყვებით სვამენ ქრისტესა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, მიცვალებულების სულის ხსენების, ერის დღგრძელობის, მამულისა და ადათ წესების, წინაპრებისა და მეგობრობის, კაცობისა და ვაჟკაცობის, გარეწარისა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყავრებული ადამიანების სადღეგრძელოებს ერთნაირად და ამ დროს საქმით ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება რეალურ სინამდვილეში…….
– ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს თანამოაზროვნეებთან ერთად და ღირსეულ ადამიანებთან ერთად დავუბრუნო ჩემს ქვეყანას წინანდელი სილაღე და მიმზიდველობა, სულიერი ტოლერანტობა, ქართველ ქალებს კდემამოსილება და ტრადიციული ეროვნული ხასიათი, ქართულ ოჯახებს ქრისტიანული ცხოვრების წესი და საერთოდ, შევცვალო საზოგადოებრივი ურთიერთობები იმდაგვარად, რომ ჩემს ქვეყანაში ჩემს ხალხს აღარასოდეს მოუნდეს უცხო ქვეყანაში ლუკმა პურის საშოვნელად წასვლა;
– რაც არ უნდა მოხდეს, მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის მიწა-წყალზე არასოდეს გავცვლი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ქვეყანაში უცხო აზროვნება, მიმბაძველობა უცხოურისადმი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ერს დაუბრუნდეს წინაპართა ნანატრი და ნაოცნებარი საქართველო – ჩემს ერს დავუბრუნო მამა-პაპათა სისხლით მორწყული მისივე მიწა-წყალი – იმათ კი, ვინც ამ დღემდე მიიყვანა ჩემი ქვეყანა, პირობას ვაძლევ, რომ ხელიდან გამოვტაცო სანახევროდ უფსკრულში გადაჩეხილი მამული და დავუბრუნო იგი იმათ, ვინც ზედმიწევნით ზუსტად იცის როგორი უნდა იყოს ქრისტეს სულიერი შვილების ჭეშმარიტი სამშობლო!..
მე, ნამდვილად ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, როდესაც საქართველოში ჩემს სამშობლოს აგერ უკვე რამდენი ხანია ვეძებ, საქვეყნოდ ვაცხადებ – ასე ცხოვრება უკვე ნამდვილად აღარ შეიძლება!.
თეიმურაზ კვარცხელია