მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულებები – სასულიერო პირების და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მეორე მოსვლას მოასწავლებს.
როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:
„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი, გყავდეთ ძროხა, თხები, ქათმები, სოფლის მეურნეობა გქონდეთ და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსო…
მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.
ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ“.