გაიუს მარიუსი ერთადერთი რომაელი იყო, ვინც შვიდგზის გახდა კონსული. უკვე ექვსგზის ნაკონსულარი და ხანშიშესული მარიუსი მითრიდატე პონტოელის წინააღმდეგ წარმოებული ომის მთავარსარდლობისთვის მასზე ახალგაზრდა კანდიდატებს ეჯიბრებოდა ჯირითში, ორთაბრძოლაში და სხვა სამამაცო ზნეში.
პრობლემა ის იყო, გაიუს მარიუსს ავადმყოფობა სჭირდა, რომელსაც წითელ ქარს უძახიან და რომელიც ფეხების დასიებას იწვვს.
მარიუსმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და ხმა არ ამოუღია, რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ ქირურგი მის ფეხს ჭრიდა და კერავდა.
,,არა მგონია, განკურნება ამდენ ტკივილად ღირდეს”- მწარე ღიმილით უთქვამს მარიუსს ექიმისთვის,
როდესაც ის ერთი ფეხზე მორჩა საქმეს და დანა მეორეს დაადო.
არის ასეთი მედუზა წყნარ ოკეანეში-იროკანჯის ეძახიან კუნძულელები, სადაც ის ბუდობს.
ნეკის ფრჩხილის ოდენაა, მაგრამ მასთან შეხება საშინელ. კონვულსიურ ტკივილებს იწვევს, რაც უფრო ხშირად სიკვდილით მთავრდება.
არავინ იცის, რატომ, რისთვის და როგორ იმუშავებს ასეთი პატარა არსება ასეთ საშინელ ტოქსინს.
თუ მართალია მოსაზრება, რომ ჩვენ ადამიანები ჩვენს გარეთ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც სულში გვაქვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პატარა არსება განასახიერებს ცოდვებით დაპატარავებული სულის შხამიან ბუნებას.
ეს ამბავი საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გამახსენა.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განუწყვეტელი
დეგრადაციის სპირალში ვიმყოფებით და ჯოჯოხეთის რომელიღაც ახალ პლასტში ჩავედით, რომელსაც ქართული პოლიტიკა ქვია.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებს, ამ პლასტში, ყველა, ვინც რამის გაკეთებას დააპირებს-ითხვრება , ისკუნსება და ყარს.
თუ ზედმეტად იაქტიურებს, მას იროკანჯებს უსევენ, რომელთან შეხებაც ისეთ ტკივილებს იწვევს, რომ განკურნებაც კი აზრს კარგავს, როგორც მოსწრებულად თქვა შვიდგზის ნაკონსულარმა, სამშობლოს მამად წოდებულმა გაიუს მარიუსმა.
სოსო მანჯავიძე; სოციალური ქსელი