ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
ლადო კახაძე მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ორი არჩევანი გვაქვს, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, ანდა დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე. ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, ხელისუფლება და საკანონმდებლო სივრცე ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ახლა თქვენი აქტიურობაა საჭირო.
დაუძინებელი მტერი ჰყავს დედამიწას, ეს არის კორონავირუსი და წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ადამიანების მეოხებით ეს ვირუსი წარმატებას აღწევს. ვინ იცის, ეს ვირუსი კიდევ რამდენი შტამით მოახდენს სახეცვლილებას და ის ჩვენვე გადაგვაქვს.
ჯერადი მატება გვაქვს, 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% უკვე კრიტიკული ზღვარია, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არავის არ მოგვწონს. ხედავთ დარბაზში შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი კაცი უნდა წასულიყო, კოვიდი დაემართა, მასაც ვიღაცამ გადასდო, უყურადღებობამ გადასდო” – განაცხადა ლადო კახაძემ.
წყარო: itv.ge