წითელ კიმონოში გამოწყობილი პუტინის ფოტო აფრიკის სამბოს ჩემპიონატის აფიშაზე განათავსეს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, წითელ კიმონოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამბოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კონკურსის ანონსის აფიშაზე განათავსეს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელის, კევინ სირილ მობილი-იგნავას განცხადებით, ორგანიზაციის ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს სპორტის საშუალებით რუსეთთან ურთიერთობების განმტკიცებას.
”თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპორტსმენია და მას სამბო უყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავება. მადლობას ვუხდით რუსეთს და ვუყვებით ჩვენ ახალგაზრდობას ვინ არის პუტინი – მეომარი, რომელიც არ მიგვატოვებს”, – განაცხადა სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელმა, კევინ სირილ მობილი-იგნავამ.
სამბოს ჩემპიონატი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 8 მაისს დაიწყება.