მთავრობამ კიდევ 23 176 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა სიმბოლურ თანხად “ენკას”

იმ წუთებში, როცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში აქციას მართავენ, სახელმწიფო უწყება ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობდა.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან, დამატებით 23 176 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები გადასცა.

ხეობაში შპს „ენკა რინიუებლზი“ სხვა მიწის ნაკვეთებსაც ფლობს საკუთრებაში, ხოლო ამავე ხეობის საკმაო ტერიტორიები 99 წლით, აღნაგობის უფლებით აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.

ჯამში 23 176 კვ/მ ფართობის 18 ნაკვეთის დარეგისტრირებაზე აქვს კომპანიას განცხადება შეტანილი დღეისათვის საჯარო რეესტრში.

დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ამ ნაკვეთების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 5 აპრილს მიმართა.

მიწის ეს ნაკვეთები კომპანიას სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადასცა საკუთრებაში.

კომპანია „ენკასთვის“ სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კომპანია საკუთრებაში ახლა ირეგისტრირებს