უდუმაშვილი მელიას საქმეზე – ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც გადაწყვეტს სასამართლო, იქნება პოლიტიკური.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება ან პატიმრობაში დატოვება, ორივე შემთხვევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
“ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მოსამართლესთან არანაირი კავშირი არ ექნება.
დატოვებენ ნიკა მელიას პატიმრობაში თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი” – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წყარო: ptn.ge