პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა გადაიდო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა გადაიდო.

ეკატერინე ტიკარაძისთვის პარლამენტში ამ კვირაში უნდა მოესმინათ.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სესიის გადადება თავად მინისტრმა ითხოვა და ბიუროს წერილითაც მიმართა.

“უნდა დავთანხმდეთ, რადგან მას გარკვეული არგუმენტები გააჩნია” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: newposts.ge