პოლიციელებო: მე, როგორც საქართველოს გენპროკურატურის ყოფილი უფროსი პროკურორი მოგმართავთ – ზვიად ხუხია

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს ყოფილი უფროსი პროკურორი ზვიად ხუხია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

პატივცემულო პოლიციელებო…მე, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორი…(ყოფილი) მოგმართავთ:

გახსოვდეთ…..ერთი რამ…ის რომ უფლება არა გაქვთ ქართველი ერის წინააღმდეგ ხელი აღმართოთ. უკანონო ბრძძანების შესრულება დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!

……არ დაგავიწყდეთ, ხვალ შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეთ, როგორც რიგითი მოქალაქე…და ეს ყველა ძალოვანის ხვედრია…..