რუსეთის საელჩომ ამერიკელები „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა

აშშ-ის რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვან ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციით, რომელშიც იური გაგარინი არ იყო მოხსენიებული.

 აშშ–ში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტი „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც უწყებამ თავის რუსულენოვან Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ადამიანის კოსმოსში გაფენის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, პლანეტის პირველი კოსმონავტი იური გაგარინი არ მოიხსენია.

რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პუბლიკაციაში არა მარტო გაგარინს, არამედ არც იმ ფაქტს ახსენებდა, რომ პირველი ქვეყანა, ვინც ადამიანი კოსმოსში გაუშვა — ეს სსრკ იყო. ამათან პოსტს ერთვოდა  ფოტო, რომლეზეც ამერიკელი ასტრონავტი იყო გამოსახული სკაფანდრზე აშშ–ის დროშით.

„წუხილით აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი გულმავიწყობას იჩენს იმაში, რაც კოსმოსის ათვისების ისტორიას ეხება“, — ნათქვამია რუსეთის საელჩოს კომენტარში.

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ გაერო გენერალურმა ასამბლეამ 12 აპრილი ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღედ სწორედ იური გაგარინის პირველი ფრენის სახსოვრად დააწესა. ამასთან შეახსენეს სახელმწიფო დე პარტამენტს, რომ პლანეტის პირველი კოსმონავტის ძეგლები დგას თავად აშშ–ის რამდენიმე ქალაქში, ხოლო პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მისალოცი წერილი გაუგზავნა სსრკ–ს ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს იური გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებით.

რუსეთის საელჩოში იმედი გამოთქვეს, რომ ეს ფაქტები დაეხმარება ამერიკელ დიპლომატებს, მომავალში „უხერხულობა აღარ იგრძნონ დედამიწის პირველი კოსმონავტის სახელის წარმოთქმისას“.