აზერბაიჯანში ხვდებიან, რომ მომავალი ევრაზიულ ინტეგრაციაშია
14.04.2021 13:36
რუსული გამოცემა „ერ-ბე-კას“ ცნობით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის მუშაობაში აზერბაიჯანის ჩართვას განიხილავენ.
როგორც გამოცემა წერს, „აზერბაიჯანის დელეგაციამ შესაძლოა, მიიღოს მონაწილეობა „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მმართველი ორგანოს სხდომაში, თუმცა იმ პირობით, თუ ამას სომხეთი დათანხმდება“.
გამოცემის ცნობით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მმართველი ორგანოს სხდომის მუშაობაში აზერბაიჯანის ჩასართავად, ერევანი მოითხოვს, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. გადაუწყვეტელ საკითხებს შორის ასევე სახელდება რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენა.
აშკარაა, რომ აზერბაიჯანი აძლიერებს თავის სტრატეგიულ პოზიციებს – რუსეთის დახმარებით, რაც საქართველოს კავკასიის რეგიონში საბოლოოდ აქცევს აუტსაიდერად. აზერბაიჯანის ხელისუფლება რეალისტურად უდგება ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს და იცის, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანს (ისევე, როგორც საქართველოს) არ მიიღებენ და მომავალი ევრაზიულ ინტეგრაციაშია.