ბინძურ ბორდიურზე ჩამომჯდარს რომ აწვდიდა ბესო ფულს, მაშინ არ იყო მოძალადე? – რას წერს ბესო ზანგურის მეუღლე

მსახიობ ბესო ზანგურის მეუღლე, გვანცა წულეისკირი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინდელი საღამოდან ვისმენ და უბრალოდ ვცდილობ არ ავყვე ამ სიბინძურეს, მაგრამ რაღაც აღარ გაჩერდა ეს შეტევა.

ის რაც გუშინ მაყაშვილმა ბრძანა ეს იყო არასწორი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემი შვილების, მეუღლის და მისი შვილის წინაშე, მათი ხვალინდელი რეპუტაციის წინაშე უპასუხისმგებლო და კარგად დადგმული შოუ, სადაც არც ერთი კითხვა არ იყო, თუ როგორ გააგრძელა “მოძალადე” ბესო ზანგურმა ცხოვრება მის შემდეგ და რატომ არის ახლა თავის სამ შვილთან ერთად 10წლიან ბედნიერ თანაცხოვრებაში ჩემთან. თუ როგორი მამა იყო ნოდარიკოსთვის როცა ის დაიბადა.

რას ქვია აქ ილანძღებით ერთი არ შემდგარი ქალის გამო რომელსაც ბესო ჩემს თვალწინ მანქანიდან ფულს აწვდიდა ბინძურ ბორდიურზე ჩამომჯდარს.

ასევე ყოველ ზაფხულს ფულს უხდიდა ბანაკისთვის სადაც უშვებდა ხოლმე ნინუცა მაყაშვილი თავის 2წლის ბავშვს მარტო ერთი თვით და ამ ფულს იყენებდა პირადი სიამოვნებისთვის ღამის კლუბებში. მაშინ არ იღებდი ფულს????მოძალადე არ იყო მაშინ ბესო?????თუ დედა ვეღარ ლაპარაკობს ცუდადაა დედა რომელსაც საცინად იგდებდით ვარ მომსწრე შენ არასწორო შენ!!!!!! აქ დორბლი არავის არ გასდის და მუნჯი არავინ არ არი!!!! ჩუმად ვართ ნოდარიკოს და ჩემი შვილების რეპუტაციისთვის. ეს მცირედია რისი თქმაც შემიძლია აქ. გაგრძელება იქნება, სადაც გსურთ გნებავთ სასამართლოში!”

“ალია” დაუკავშირდა გვანცას, მან გვითხრა, რომ მხოლოდ ერთი რამის დამატება სურს: “რუსთავი2-მა როგორც გააშუქა, ეს არ იყო კეთილსინდისიერი ჟურნალისტის გაკეთებული… არც ვიცოდით ვინ იყო, დააკაკუნეს, არ გაგვაფრთხილეს, პერანგის ღილების შეკვრაც არ დააცადეს ბესოს…”