დიდი სკანდალი: ია ფარულავას პროდიუსერები აუჯანყდნენ და გადაცემას ტოვებენ – რა ხდება “ფარულ კონვერტში”?

გადაცემა “ფარულ კონვერტს” პროდიუსერები, ეკატერინე გვახარია და ქეთი გუნცაძე ტოვებენ. როგორც სოციალურ ქსელში ეკატერინე გვახარია წერს, მათ მიმართ გადაცემის წამყვანი ია ფარულავა ფსიქოლოგიურად ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

“ეს არის “ფარულ კონვერტში” ჩემი და ქეთის 3-წლიანი მუშაობის ბოლო აკორდი. ამ პერიოდში შევხვდით უამრავ საინტერესო სტუმარს, მოვისმინეთ მათი გულახდილი და ემოციური თავგადასავლები, შევიძინეთ მეგობრები… ყოველთვის ვცდილობდით, სტუმრებს თავი კომფორტულად და შინაურულად ეგრძნოთ, ეთქვათ ის, რასაც აქამდე გულში ინახავდნენ და ვფიქრობ, შევძელით კიდეც და ნინუცაც ამის ნათელი მაგალითია. სამწუხაროდ, ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ თავად აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები, ამიტომაც დღეს ვემშვიდობებით ” ფარულ კონვერტს”!, – წერს ეკატერინე გვახარია სოციალურ ქსელში.