ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში გზავნილს აკეთებს:
სოცარია პირდაპირ ზოგიერთის მიერ გამოჩენილი „ქვეყნის სიყვარული“ !!!
გარეჯს მისტირიან, არიქა აზერებს მიაქვთო, სამაჩაბლოს და აფხაზეთს დარდობენ, რუსეთმა წაგვართვაო, არც ტაო-კლარჯეთი ავიწყდებათ, თურქებს აქვთ მიტაცებულიო და ამ დროს, შუაგულ საქართველოში, 99 წლით იმავე თურქულ კომპანიას რომ ლამის ყველაფრის უფლება ეძლევა, უზარმაზარი ტერიტორიის (600 ჰა-ზე მეტის) დატბორვის, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაკლები ფართობის გამოყენების როგორც უნდა, თავისი მიწისზედა და მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების უფლებით, გამომუშავებული ელენერგიის ძვირად ჩვენთვისვე მოყიდვით, ხოლო 15 წლის შემდეგ ამ კუთხითაც ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაკიდების პერსპექტივით, ეს თურმე კარგია და მაგარია (კუთხესთვის მიყენებულ ეკოლოგიურ ზიანზე ჰესის ჩადგმის გამო, აღარაფერს ვამბობ) !!!
ლოგიკაა – „უკეთესს რას ჭამ ?!“