მეგი ბაქრაძის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნას აყენებენ

მეგი ბაქრაძის ადვოკატები პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ.

გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ადვოკატები პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. უფლებადამცველების განცხადებით მათ საქმის გარშემო, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ახალ ჩვენებაზე დაყრდნობით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებისგან დღეს იმ ინექციის კოლოფის გადაცემასაც ელოდებიან, რომლითაც გარდაცვლილი აცრეს. დაიგეგმა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, სადაც ყველა მოქმედი პირი ჩაერთვება.

წყარო: itv.ge