ჩინეთის “სიდისის“ დირექტორი მედიამ ზუსტად იმავე დღეში ჩააგდო, როგორც ქართულმა მედიამ მე გამომიყვანა ანტივაქსერად – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მედიას დღეს ყველაფერი შეუძლია. ჩინეთის „სიდისის“ დირექტორს რაც არ უთქვამს, იმის ინტერპრეტაცია გააკეთეს ისე, თითქოს, ეს თქვა
“იმ კაცმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა კვლევაში აქვს ეფექტიანობის სხვადასხვა მაჩვენებელი და ამიტომ, მსოფლიო მეცნიერებმა უნდა იფიქრონ, როგორ შეიძლება ამ ეფექტიანობის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება. ხომ არ იქნება საჭირო ვთქვათ, დოზირებების, ჯერადობების შეცვლა, ვაქცინების ურთიერთჩანაცვლებადობაზე ლაპარაკიო. ის ძალიან მეცნიერულ საკითხებზე ლაპარაკობდა და ისე უთარგმნეს, თითქოს, ამბობდა, რომ ჩინურ „სინოფარმს“ დაბალი მაჩვენებელი აქვს. აი, ეს აუგორეს მედიაში, რომლის უარყოფაც ძალიან მალე გამოქვეყნდა” – განაცხადა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ევროპელი კოლეგები, რომლებსაც ვაქცინების მოხმარების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ჩინურ ვაქცინას გვერდითი მოვლენები სამი-ოთხჯერ ნაკლები აქვს, ვიდრე სხვა ვაქცინებს.
წყარო: itv.ge