იმერეთში გაიმართა 200-კაციანი ქელეხი, რაც ერთი მხრივ არის ჭირის სუფრა, მეორე მხრივ ვირუსის გავრცელების ეპიდკერა – ტიკარაძე.
ჩვენ დღეს კვლავ გავეცით საბჭოზე დამატებითი რეკომენდაციები მკაცრი აღსრულების. რადგან ვაფიქსირებთ არაერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქის და ასევე ბიზნესის მხრიდან ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც პანდემიის პირობებში არის ყოვლად დაუშვებელი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა.
“დღეს გვქონდა კიდევ ერთი ასეთი ფაქტი, როდესაც იმერეთის რეგიონში გაიმართა 200-კაციანი ქელეხი, რაც ერთი მხრივ არის ჭირის სუფრა, მეორე მხრივ ვირუსის გავრცელების ეპიდკერა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დამატებით 200 ადამიანის დაინფიცირება გამოიწვიოს, რასაც მივყავართ ისევ და ისევ გარკვეულ ლეტალურ მაჩვენებლებამდე. დავიწყეთ საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების გატარება და დიდი იმედი გვაქვს, ეს ღონისძიებები გამოიღებს შედეგს.
ხდებოდა კერძო პირზე ფართის მიქირავება, რაც თავისთავად იწვევდა კერძო პირის მხრიდან შედარებით დაბალი ოდენობის ჯარიმის გადახდას, აქდან გამომდინარე, ბიზნესი ამით სარგებლობდა და პასუხისმგებლობა გადაჰქონდა კერძო პირზე. გაცილებით დაბალი იყო ჯარიმის ოდენობა. გავამკაცრეთ მიდგომა და რამდენი მონაწილეც გამოიკვეთება გარკვეული ღონისძიების დაგეგმარებასა და ხელშეწყობაში, ყველა მხარე იქნება მკაცრად დაჯარიმებული, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში მოხდება ობიექტის დალუქვა“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო: bm.ge