როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

14 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსსა და მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ღრუბლიანი დღე იქნება . +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღრუბლიანი დღე და +18 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით +7 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით დარს ვარაუდობენ და +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ღრუბლიანი დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

გორშიც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ქარინი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +20 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერის +21 გრადუსამდე გათბება, ქარია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქშიც უხვი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

 

“იმედინიუსი”