თურქეთში ნაწილობრივი ლოქდაუნი დაწესდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი დაწესდება და ის ძალაში ორი კვირის განმავლობაში იქნება.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 59,187 შემთხვევა და 273 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ნაწილობრივი ლოქდაუნის პერიოდში საკლასო ოთახებში სწავლას მხოლოდ 8-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ, დანარჩენები კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

ქვეყანაში დაიხურება კაფეები, რესტორნები და სპორტული დარბაზები. თურქეთში რამადანის დასრულებამდე წვეულებებისა და სხვა გასართობი აქტივობების ჩატარება აკრძალულია.

კომენდანტის საათი ძალაში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება.

ერდოღანის განცხადებით, თუ აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას არ შეამცირებს, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებსაც მიიღებს.

წყარო: ptn.ge