აი, ეს დარჩა ჩემი საქართველოდან… გეყოფათ ძალადობა კაცებზე… გეყოფათ ავადმყოფური ამბიციების დაკმაყოფილება…- ირმა ბეგლარიშვილი

როცა გერმანიაში ფაშისტურმა პარტიამ დაიწყო ჩამოყალიბება, პირველ რიგში გერმანელ ხალხს დაერივნენ. ყველა მოაზროვნეს და ნიჭიერ ადამიანს. ვინც მათ პათოსს არ იზიარებდა.

ისინი მოაქციეს საკონცენტრაციო ბანაკებში. დაწვეს წიგნები…
და იმ გაბოროტებულმა, გამოზრდილმა სისტემის მონაწილეებმა დაიწყეს დევნა … გოეთეს წიგნებიც დაწვეს, სხვა მოაზროვნეების წიგნებთან ერთად…და ვისაც უპოვიდნენ წიგნებს, ყველას წამებით სიკვდილი ელოდა.
გაზარდეს ფაშისტები. იქ გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც…
რომლებმაც დაიჯერეს მხოლოდ მათ, უმაღლეს რასას ჰქონდა უფლება დედამიწაზე ყოფნის…
რატომღაც მეჩვენება რომ ისტორია ისევ მეორდება.
ასე გამოზარდა სააკაშვილმა პატარობიდანვე თავისი დასაყრდენი ძალა…
და ისინი არიან ახლა უსირცხვილოდ, რომ გაჰყვირიან და ყველაფერზე ხელს აწერენ. რომლებსაც არც ზნეობა აქვთ, არც ეთიკა და არც ეროვნება… თავად აგური აგურზე არ დაუდევთ და დარბიან ლაფში ამოსვრილი, ყველა რომ დააბინძურონ და დასვარონ.
აი, ეს დარჩა ჩემი საქართველოდან… გეყოფათ ძალადობა კაცებზე…
გეყოფათ ავადმყოფური ამბიციების დაკმაყოფილება.

ირმა ბეგლარიშვილი; სოციალური ქსელი