ბერაია – სასურველია, ვინც გუნდს დატოვებს, მანდატიც დატოვოს და თავისი რეიტინგი შემდეგ არჩევნებზე გადასინჯოს.
სასურველია, ვინც გუნდს დატოვებს, მან მანდატიც დატოვოს და თავისი ძალებით თავისი რეიტინგი შემდეგ არჩევნებზე გადასინჯოს, გასინჯოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თავადც ჰქონდა რეიტინგი, რის გამოც ამომრჩეველმა მას ხმა მისცა.
“აუცილებლობა არ არის, ადამიანმა გუნდი დატოვოს და იმ გუნდთან მოსვლის გამო დატოვოს მანდატიც, თუმცა სპეკულაციები, რომ გახარიას რეიტინგი დიდი იყო, მეც მქონდა წონა და ამდენი ხმა ამიტომ ავიღე, უნდა დასრულდეს. ამ სპეკულაციების დამთავრებისთვის სჯობს, განსაკუთრებით მაჟორიტარებმა მანდატი დატოვონ და თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
წყარო: newposts.ge