დღეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვევა. არმენ და ნუნე სარგისიანების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარგსიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. იგეგმება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს. ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 

“იმედინიუსი”