ეს ადამიანები ჩვეულებრივი რიგითი მატყუარები და ფარისევლები არიან – უგულავა გახარიას გუნდზე

“ვფიქრობ, ეს ადამიანები (ოცნებიდან წასული დეპუტატები) მატყუარა და ფარისევლები არიან, იმიტომ, რომ ჩვენც ამას ვითხოვთ. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას სხვანაირად ვერ მიიღებდა, თუ არა მაგალითად, პლებისციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ხალხს ვკითხოთ” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჯერ არ მახსოვს რომელიმე მათგანს ხმა ამოეღოს მაგალითად, პლებისციტის მხარდასაჭერად. პირიქით, მთელი ამ 6 თვის განმავლობაში უსუსურ “გაპრავებას“ ვისმენდით, მათ შორის ამ “ძვირფასი” დეპუტატების მხრიდანაც. ამიტომ, თანმიმდევრულები იყვნენ” – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

წყარო: itv.ge