საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებდ მზად არის, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა შალვა კერესელიძემ განუცხადა.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. „ქართულმა ოცნებამ” იმ პროცენტის, რაც რეალურად აიღო, სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო. როდესაც ხარ მმართველი ძალა, ხარ ხელისუფლება, კეთილი უნდა ინებო და ეს პოლარიზაცია, რაც დღეს მოსახლეობაშია, უნდა განმუხტო. ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებს 1%-იანი, 3%-იანი თუ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება. ხალხს უჭირს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა და ამ კინკლაობაში ჩართვას, სჯობს, ამ პანდემიის ჟამს ქვეყანას მივხედოთ” – განაცხადა შალვა კერესელიძემ
წყარო: ptn.ge