მსახიობები, რომელბმაც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და ბესო ზანგური დაგმეს

ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. მსახიობების უმეტესობამ კოლეგის, ბესო ზანგურის ძალადობის ფაქტი დაგმო და ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:

ელენე მაცხონაშვილი„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, „ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!;

 

ლელა მებურიშვილი – ძალიან მაგარი გოგო ხარ;

 

ბესო ზანგურზე კი არა, რობიკო სტურუაზე ვსაუბრობ... ხომ არ გავიწყდებათ, რამდენი წლისაა ის?! რამე რომ მოუვიდეს?!. - ქეთი დოლიძე
2021-04-14ბესო ზანგურზე კი არა, რობიკო სტურუაზე ვსაუბრობ… ხომ არ გავიწყდებათ, რამდენი წლისაა ის?! რამე რომ მოუვიდეს?!. – ქეთი დოლიძე

 

ანა სანაია: ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრალური საზოგადოება რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა;

 

ნინო კასრაძე: ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ ამაში… ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას მხარში დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე… ზოგჯერ შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს. ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს… ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია;

 

რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა
2021-04-14რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა

 

ქეთი სვანიძე: ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი საუბედუროდ ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ძალადობის აღიარება დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას… მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას! არა ძალადობას!;

 

გრიგოლ ჟორდანია: მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!;

 

თამთა ინაშვილი: სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს, ნინუცა მაყაშვილს. მე შენ გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას. „სადღაც ცისარტყელას მიღმა“ – ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას“;

 

Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს სხვა ცოლი მოიყვანა – მსახიობის ცოლი, ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
2021-04-13Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს სხვა ცოლი მოიყვანა – მსახიობის ცოლი, ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

 

ცნობისთვის, ორშაბათს „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე 2 წლის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა.

 

ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ზანგურს თეატრში ტოვებენ.

 

 

“პრაიმ-ტაიმი”