“ოცნებიდან” წასული დეპუტატი ფიქრობს, რომ არჩევნებში არა მმართველი პარტიის, არამედ გიორგი გახარიას დახმარებით გაიმარჯვა.
“რაკი მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთა-თიანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნების” მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად „ქართული ოცნების” დამსახურებაა, ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართული ოცნების” ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასული მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში აიღო. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მცხეთა-თიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა” – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.