“აბა რა გეგონათ თქვენ? ნამახვანის პროტესტის უკან მართლა “სათნო“ სახის ხალხი იდგა? ეს არის ჩვეულებრივი რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი დადასტურება” – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკა, როდესაც პროტესტი იწყება ვითომ “სამოქალაქო აქტივისტებით“ და შემდეგ ავანსცენაზე გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან.
“ქართული მარშის“ შემდეგ ავანსცენაზე შალვა ნათელაშვილიც გამოვიდა. ეს პროცესი რომ პოლიტიკურია და ამ პოლიტიკური პროცესის უკან რომ რუსული კვალია, ეჭვს აღარ იწვევს. სამარცხვინო ის არის, რომ ასე უტიფრად ატყუებენ ხალხს, ხოლო თავად რუსულ საქმეს და ფულს ერთდროულად აკეთებენ” – წერს მეგრელიშვილი.