ჩინეთის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდულად მაღალი ზრდაა 1992 წლის შემდეგ.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო კვლავაც რთულია.

ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნების“ გამო 6.8%-ით შემცირდა.

წყარო: itv.ge