სულ ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის თეატრში მისულმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2-ის” ტელეწმყვანის და მისი ყოფილი მეუღლის საქმესთან დაკავშირებული ფაქტი შეაფასა.
მინისტრმა მოუწოდა ნინუცა მაყაშვილს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იყოს მაგალითი სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურს, წულუკიანი მიიჩნევს, რომ მან, რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს, რადგან თავად მინისტრს, არ გააჩნია ბერკეტი ამის გასაკეთებლად.
“ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება რობერტ სტურუას, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა “ფარული კონვერტის” ეთერში ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
“რუსთავი2”