„მიდი, შეძელი, გთხოვ! თუ ვერ შეძელი წავაგებთ ამ უთანასწორო ომს!“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც   უცვლელად გთავაზობთ:

„ნუთუ ვერ ხედავ და ნუთუ არ გესმის, არ მინდა ვუსმენდე და ვხედავდე ამდენ ტკივილს, ტკივილი რომელიც მიკლავს გულს.. ნუთუ ვერ დაელაპარაკები და ვერ ჩაიკრავ გულში და ეტყვი – ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ნუთუ შენი პირადი გძლევს ასე, რომ ეს ვერ შეძლო ეს…

მიდი, შეძელი, გთხოვ და გამონახე საერთო… შენ ეს უნდა შეძლო, იცი.. თუ ეს ვერ შეძელი, ამ ჟამიანობისას აუცილებლად წავაგებთ ამ უთანასწორო ომს…. ღმერთო გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ-ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე….

არ არის დრო მტყუან მართლის ძიების, ამ ჟამიანობისას გაიგე, გთხოვ… ჩვენ უპირობოდ უნდა გადავრჩეთ და შენ ამისთვის ყვლაფერი უნდა გააკეთო…. ღმერთი ჩვენსკენ.. შენ ამას შეძლებ და გულში ჩაიკრავ მას და აპატიებ და ეტყვი, ჩვენ ერთი ვართ და შენ ეს შეგიძლია და მიდიდა გააკეთე, გთხოვ…..“, – წერს რატიანი.