მთელი დღე ვიკავებდი თავს და მხოლოდ კომენტარებით ვცდილობდი ჩემი პოზიციის დაფიქსირებას…
მაგრამ რადგან ისე მოხდა, რომ ჩემმა კომენტარებმა ზოგიერთების და მათ შორის ჩემი მეგობრების დაბნევა გამოიწვია…
გადავწყვიტე, ღიად და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
ვ ა ხ ო ს ა ნ ა ი ა…
შე კაი დედმამიშვილო!
განა რამდენი უნდა გადაგიხადონ და იმ გადახდილით, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა ერთბაშად, რომ შენი საქმიანობით, გააღიზიანო შენივე თანამემამულე!
იყავი რა ა დ ა მ ი ა ნ ი და, ის ერთი ალალი ლუკმა არჩიე…
ყელზე დამდგარს და სადმე წამოთაქუნებულს!
და მაინც …
ვინც არ უნდა იყო შენ!
ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს!
ეს ყველაფერი კი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში….
იმ უსამართლო, უღვთობით, ღალატით, სიძულვილით გაჟღენთილი გარემოს გამოძახილია, რომელი გარემოც ნებისმიერი ჩვენთაგანის ყოვედღიულობაზეა ასახული და იქამდე, სანამ არ დამკვიდრდება კანონის უზენაესობა და არ დასრულდება შერჩევითი სამართალი….
დასაჯელი არ დაიჯება, კანონით გათვალიწინებული ნორმებით და კანონიერ ჩარჩოში არ მოექცევა ყველა და ყველაფერი….
სანამ პრაგმატიზმი, ერთგულება, წესიერება, თანადგომა და ერთმანეთის მიმართ გულსხმიერება არ გახდება ჩვენი ცხოვრების კრედო…
მტრის გასახარ საქმეს გავაკეთებთ და ისე გადავშენდებით, ტრაფარეტზეც აღარ დარჩება წარწერა – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ❤
სოციალური ქსელი: მანანა უძილაური