რუსებს ჩაუტარებიათ კასტინგი – ვინ გახდებოდა ალტერნატივა ნიფხავჩახდილი ოპოზიციის…- ხათუნა ხოფერია

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

რუსებს ჩაუტარებიათ კასტინგი… ვინ გახდებოდა ალტერნატივა ნიფხავჩახდილი ოპოზიციის… მერე ფსიქოლოგთან და პიარჯგუფთან ერთაგ იმუშავეს ვარლამის ნერვულ სისტმაზე და ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით შექმნეს გაწონასწორებული მეტყველების და ქცევების კიბორგ-კავკასუსი…. იოგებზე სკურპულოზური, ღვთისხელითმართული ჩარევებით დაუყენეს მეცოსოპრანო და აამღერეს…
პარალელურად, ვარლამის მამა დააწინაურეს და გახადეს მღვდელმთავარი და ჩანერგეს მეუფე სტეფანესთან… დედა, აღმოსავლეთმცოდნე ფოფოდია, გახადეს ოთარაანთ ქვრივის ნალოგი, ასწავლეს მუხლებზე ვარდნა და ტრაგიკული მიმიკრია…
ამ დროს საქართველოს სუსს ეძინა საღათას ძილით და დიდება მის გამოღვიძებას!!!
ჰო, კიდევ, ბაზალეთის ტბის ძირას არსებული აკვანი აღმოაჩინეს სოფელ ნამოხვანში… ვინ იწვა ამ ოქროს აკვანში? როგორ შეძლეს რუსებმა მისი წალკოტიდან ამოგლეჯვა, სად გაქრნენ სირინოზები? რა კავშირი აქვს თამარ მეფეს ვარლამის წინაპრებთან?…
მიმდინარეობს გამოძიება და შსს უახლოეს ხანში გასცემს პასუხს ყველა კითხვას!!!!
ეს საქართველოა!!!…. ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი- ჩემი სამშობლო მხარე!
ალბათ, მიმიხვდით, ვხუმრობ, მაგრამ სინანულით…………..