სასიამოვნო სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველებს – ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ახალი რეგულაციების მიღება დაიწყო

ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ახალი რეგულაციების მიღება დაიწყო.
ამერიკული გამოცემის – “Forbs”-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული კანონი, ვიზის აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე გააუქმა. ბაიდენის თქმით, ვიზების აკრძალვა ზიანს აყენებს არამხოლოდ იმ ხალხს, ვისაც ვიზის მიღება სურს არამედ, აზიანებს მთელ ამერიკას.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19 პანდემიის დაწყებისას, ეკონომიკური აღორძინების დროს, ათიათასობით სავარაუდო ვიზის მფლობელთა ვიზები გააუქმა, მიზეზად კი აშშ-ის შრომის ბაზარზე წარმოქმნილი საფრთხე დაასახელა და ვიზის მოლოდინში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის ხალხი უიმედოდ დატოვა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახამად, ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი კანონის გაუქმებას და აღნიშნა, რომ კანონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს სცდება.

“ვიზების შეწყვეტის თაობაზე შექმნილი კანონი ხელს უშლის ამერიკას, ზიანს აყენებს ათასობით ადამიანს, რომელსაც ამერიკაში ჩამოსვლა დამუშაობა უნდათ, ასევე ზიანდება ის ხალხი, ვინც ჩვენს ქვეყანაში უკვე ცხოვრობს და ამ ვიზით ოჯახის წევრის ჩამოსვლას ელოდება. ვიზების გაცემით, ჩვენ შევძლებთ ბევრ ადამიანს მივცეთ საშუალება ამერიკაში ჩამოსვლისა და ცხოვრების ოცნების რეალობად აქციონ.” – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა. მართლაც, მრავალფეროვანი სავიზო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით ადამიანს შანსს აძლევს ამერიკაში იცხოვროს. ასევე, ამ პროგრამით მწვანე ბარათის მფლობელებსაც ექნებათ საშუალება ამერიკაში ცხოვრების სამუდამო ვიზა მიიღონ. აშშ ყოველწლიურად 55 000-ს მწვანე ბარათს გასცემს.