შესაძლებელია, რომ მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს

შესაძლებელია, რომ მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ამისთვის ჩვენ მზად ვართ – ნიკოლოზ სამხარაძე.

“შესაძლებელია მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

“მზად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონის დოკუმენტში წერია. იმისთვისაც მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თუმცა მას შეთანხმებად მხოლოდ ჩვენი ხელმოწერა ვერ გადააქცევს. ამიტომ თუკი ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები და მზად არიან ხელი მოაწერონ, ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – განაცხადა სამხარაძემ.

წყარო: ptn.ge