თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომაპნია „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

მათივე ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IX კვარტლის მოსახლეობას.

„ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, კლაპროთის, მეფე მირიანის, ასმათის, ავთანდილის, ტარიელის, დავარის, რამაზის, რაინეგსის, ნიკო ბურის, სტრაბონის, ხატაეთის, ჰუბერტის, ზუტნერის, ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსანის, უსენის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის, ჭიათურის, ჩიქოვანის, თამარაშვილის, ლიხაურის, ძოწენიძის, გამრეკელის, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭყონდიდელის და მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, მუსხელიშვილის, ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, რომის, უზნაძის, ჩერნიშევსკის და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V, VI, VII მიკრორაიონების, შეშელიძის, ხევძმრის, ხარაძის, ხიზამბარელის, ქერჩის, სარაჯიშვილის, მემედ აბაშიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის და ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

“იმედინიუსი”