აქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნიკა წურწუმია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ოჯახს რამდენიმესიტყვიან წერილს უგზავნის, სადაც წერს:
„მიყვარხართ და მენატრებით მაკას მიმიხედეთ.“
გზავნილი თავდამსხმელმა ადვოკატს გამოატანა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ნიკა წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ის უფლებადამცველმა მოინახულა.
ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს გუშინ ერთი პირი – ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
“პრაიმ-ტაიმი”