ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგუალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან დეოკუმეტნზე ხელის მოწერას აფასებს. როგორც უგულავა ამბობს, ამავე დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს საკითხების დეტალიზაციასც.
„მისასალმებელია ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია. აქამდე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი. დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არცევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს“, – განაცხადა უგულავამ
გიგი უგულავამ პოლიტპატიმრების შესახებაც ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა გამოიყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, როგორც წინაპირობა იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და საზოგადოება მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ დაღალოთ ეს ვიგულისხმე და შენ ის არ გიგულისხმია, ამიტომ არის დეტალიზაცია საჭირო. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები ასახული იქნება ისე, რომ განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება“ – განაცხადა გიგი უგუალვამ.
ცნობისთვის, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
წყარო: ptn.ge