საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 219 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 301 პირი. ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით.
ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 16 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.91 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.26 %.
1 219 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 676
- აჭარა – 126
- იმერეთი – 61
- ქვემო ქართლი – 51
- შიდა ქართლი – 55
- გურია – 46
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123
- კახეთი – 39
- მცხეთა-მთიანეთი – 29
- სამცხე-ჯავახეთი – 9
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 471, აჭარაში – 398, იმერეთში – 369.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 247, აჭარაში – 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 – თბილისში, 188 – აჭარაში.
7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ამბობს საქართველოს მთავრობა.
“ნეტგაზეთი”