დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ერთ ცნობილ ქუთაისელს ეკითხებიან მეგობრები,
იმ პლატფორმაზე, სადაც მსოფლიო ამბები ირჩევა
(ასეთი ორი გამოკვეთი ადგილი იყო ქუთაისში):
”
– ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში?
– ჩვენიენები, – პასუხობს იგი.
– კი მაგრამ, ვინ არიან ”ჩვენიანები?”
– ვინც გაიმარჯვებს!
”
პასუხი მოკლე, ცხადი და კონკრეტულია! ?
მ ო რ ა ლ ი:
(ა) ცნება ”ჩვენიანი” არაცალსახა მნიშვნელობის ცნებაა!
(ბ) არჩევნებში გამარჯვებული “ჩვენიანი” არასდროს არის ჩვენიანი, განსაკუთრებით უჭკუებისთვის! უჭკუომ თავისი როლი ხმის მიცემით ამოწურა და გასულია თამაშიდან.
(გ) გამარჯვებული ”ჩვენიანი” მხოლოდ იმ ხალხისთვისაა “ჩვენიანი”, ვისაც გამარჯვებული “ჩვენიანი ჩვენიანად” უყურებს, – გამარჯვებულ ”ჩვენიიანებსაც” სჭირდებათ გავლენიანი “ჩვენიანები” და მათ გარეშე პრობლემები აქვთ!
ასე, რომ ცნობილი ქუთაისელი ზუსტია თავის შეფასებებში –
”გამარჯვებული ჩვენიანების” გზა მათზე გადის.