დღეს ამინდი შეიცვლება

17 აპრილს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ღრუბლიანობის მომატებაა შესაძლებელი ფოთში. +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

 

“პრაიმ-ტაიმი”