ნანა მასხულია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ხელისუფლებას კაპიტულიანტურ შეთანხმებაზე ხელი მოუწერია და ამ ცხელ გულზე უნდა დავწერო: ჩვენთან არჩევნები ყოველთვის გ-ა-ყ-ა-ლ-ბ-დ-ე-ბ-ა !!! რატომ? რატომ და არჩევნების ძაღლის თავი კანონმდებლობაში, ცესკოში, კომისიებში და საარჩევნო ყუთებში კი არ არის დამარხული, არამედ იმაში, რომ არც ერთ პარტიას არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული, ერთიანი იდეოლოგია და ყველა პარტია მოიაზრება როგორც ერთი კაცი და მის ირგვლივ შემოკრებილი განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები. იმ ხალხიდანაც უმრავლესობას საერთოდ არ აქვს და არც აინტერესებს ჰქონდეს რაიმე იდეა, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პარტიაში იყოს მაგალითად სოციალისტი, ლიბერალი, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი და ა.შ. აბა, იმაზე აღარც ვამბობ, პარტიულ სიებში ერთიმეორის მიყოლებით რომ არიან ჩამწკრივებულნი ზვიადისტების და ზვიადის იარაღით დამამხობელების, მორწმუნე მართლმადიდებლების და ღვთისმგმობელთა გვარები. ერთადერთი, რაც თვალსაჩინოა, ჩვენს ქვეყანაში არის მტკიცედ ჩამოყალიბებული ლიბერტარიანელთა სექტა და ისიც მისი წევრები სხვადასხვა პარტიაში არიან გადანაწილებულნი.
ამიტომ, არჩევნები 100-ჯერ რომ ჩატარდეს, ამ თვალსაზრისით ასივეჯერ გაყალბებული იქნება. ზოგი იტყვის, წაიკითხეთ პროგრამები და იმის მიხედვით მივცეთ ხმაო. ჯერ-ერთი, პროგრამას ყველა პარტია კარგს წერს, ხალხის ინტერესებზე მორგებულს.
თუ აკვირდებით ყველა პარტიას ერთი და იგივე დაპირებები აქვს, მაგრამ ერთია დაპირება, მეორე__რამდენად არის შესაძლებელი ამ დაპირებების შესრულება გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომუკურ ვითარებაში. ან გეგულებათ ვინმე 238 პარტიის პროგრამის წამკითხველი? თუნდაც იმ 50 პარტიის პროგრამა, რომელიც 2020-ის არჩებნებში ღებულობდა მონაწილეობას, ვინმემ წაიკითხა? საერთოდ ვინმემ კითხა რომელიმე პარტიას, რა ტიპის სახელმწიფოს აშენების მომხრე იქნებოდა? ჰოდა, მაგ მთავარ საკითხს რომ არ ვკითხულობთ, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ნამოხვანის ჰესის ასაშენებლად ერთი საუკუნით ტერიტორიის სხვისთვის დათმობა, უცხოელებზე მიწების მიყიდვა, უცხოელების უპრაგონოდ შემოდინება, ჩვენების ქვეყნიდან მასიური გადინება, გენდერული კანონი და იუვენალური იუსტიცია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მოდერნიზაციისა და ახალი ტიპის ცნობიერების ჩამოყალიბების ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტი.
✅პირადად მე სოციალური კონსერვატიზმის მომხრე ვარ. ასეთი იდეოლოგიის მქონე პარტია საქართველოში არ არის. ე.ი. რა გამოდის? ჩემთვის არჩევნები არათუ გაყალბებული, საერთოდაც არ არსებობს, არჩევანის საშუალებაც კი არ გამაჩნია!
ამიტომ, მეც ჩემთვის საპატივცემულო კაცს და მასთან ასოცირებულ პარტიას ვაძლევდი და მივცემ ხმას.
ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე არ შეიქმნება საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანებისგან შემდგარი პარტიები, თანაც 238 კი არა, ხუთი-ექვსიც საკმარისია. მანამდე მიშისტები ხმას მისცემენ ნაცებს. ბიძინას მომხრეები (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ოცნებასთან ასოცირდება) __ ოცნებას. ამ ორს დაემატება გახარიაც, რადგანაც ხელისუფლებაში ყოფნისას ბევრი მომხრე შეიძინა და არსებობენ გახარისტებიც.
პ.ს. რამეთუ ვიცით, არ არსებობენ უშუალოდ ხაზარაძისტები, ვაშაძისტები, ნინისტები, შალვისტები და ა.შ. ამიტომ ეს „პატივცემული“ ლიდერები დარჩებიან პირშიჩალაგამოვლებულები, თუ რა თქმა უნდა ამ სამ სუბიექტთაგან რომელიმეს არ მიეტმასნებიან.??