ძალიან გთხოვთ, არავინ გამომიხტეთ აქ კონტრარგუმენტებით, რასაც ახლა აქ ვიტყვი თუ დავწერ, როგორცაა, ასეა, ამას წყალი არ გაუვა:
ეს სასკოლო ონლაინ სწავლებები და რეაბილიტაციის ცენტრებიდან ონლაინ თერაპიები არის წყლის ნაყვა და მეტი არაფერი. ერთ-ერთი უდიდესი ნეგატიური შედეგია კომპიუტერებზე, ტელეფონებზე, ზოგადად, გაჯეტებზე დამოკიდებულების გაზრდა.
წარმოგიდგენიათ, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთან ონლაინ თერაპია, ან პირველი კლასის მოსწავლესთან ონლაინმართლწერის გაკვეთილები? ან ქცევითი დარღვევის დროს მშობლებისათვის გაცემული რეკომენდაციებით შემოფარგვლა? ან კომპიუტერის ეკრანიდან საკორექციო სამუშაოები? ეს არის აბსურდი!
ფსიქოლოგები თვალყურს ვადევნებთ და გულისტკივილით ველოდებით მენტალური/ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შემთხვევათა გამწვავებას და თითქმის 80%-ით გაზრდილ მომართვიანობას.
როგორც სპეციალისტი, განგაშს ვტეხ!
და კეთილი ინებეთ, მოსახლეობას მივმართავ, დაიცავით ყველა აუცილებელი პირობა, რომ შეძლებისდაგვარად ჩაქრეს ვირუსის გავრცელების საფრთხე და დავუბრუნდეთ ცოცხალ ურთიერთობებს!
კლინიკური ფსიქოლოგი – შორენა დოლიძე