ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო.
ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ წერს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა.
“ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“ – წერს ბიურო „ტვიტერში“.
The Georgian people deserve a compromise reached by both the government and the opposition. That is the only way to move the country forward. The mischaracterization of our frank conversations in Washington is disappointing.
— Assistant Secretary Jim O'Brien (@StateEUR) April 16, 2021
წყარო: newposts.ge