ლალი კიკნაველიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
TV “პირველმა” სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ტიკარაძემ სამედიცინო განათლება სასწავლებელ “ვიტაში” მიიღო.
ირკვევა, რომ “ვიტა” 1992 წელს გაიხსნა, უკვე 10 წელია კი მან ფუნქციონირება შეწყვიტა.
შენობაში, სადაც ტიკარაძემ განათლება მიიღო, ტრიკოტაჟის ფაბრიკაა განთავსებული. ოთხსართულიან შენობაში ერთად მუშაობენ ელექტრიკოსი, ე.წ. პლასტმასშიკი, ხადავიკი, ხარატი, შემდუღებელი და ავტომობილების მრეცხავი.
ამასთან, ირკვევა, რომ “ვიტას” დამფუძნებელია თამარ გელიაშვილი. აღმოჩნდა, რომ გელიაშვილს დღემდე ეძებს სტუდენტები და პოლიცია. არსებული ინფორმაციით, მას პოლციია ეძებს დიპლომების გაყალბებაში სდებს ბრალს.
ტელევიზია აფიქსირებს, რომ მისი დიპლომი არის კერძო ინსტიტუტის დიპლომი, რომელიც ტრიკოტაჟის ქარხანაში იყო თურმე გახსნილი, ქმარი ინტერვიუში ადასტურებს ამ ფაქტს, რომ მას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არ აქვს დამთავებული. აგრეთვე იმასაც ადასტურებს, რომ უცხოეთში სემინარებზე დაყვებოდა.
როგორ ფიქრობთ, მას რომ სორბონას ან ჰამბურგის უნივერსიტეტის დიპლომის მაგვარი ჰქონდეს ხელში, საქმეში არ ჩადებდა ან წულუკიანივით იმედის ეთერიდან არ აგვიფრიალებდა?
ლალი კიკნაველიძე