საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ – კარლ ჰარცელი.
“საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ“ – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 30 ავტომობილის გადაცემას.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციასა და დანაშაულს.
“ესაა ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
წყარო: newposts.ge