3 წლის მერე არ ახსოვდა და 11-ის მერე გაუნათდა გონება?! ფოტოზე ვერ ვხედავ დაჩაგრულ-დალურჯებული ქალის გამოსახულებას!…- მაკა თვალჭრელიძე

მაკა თვალჭრელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ძალადობას არა!!! როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი ემხრობოდეს, მაგრამ, ჯერ ერთი, ქვემოთ მოყვანილი “სქრინი”ბევრ რამეზე მეტყველებს- სამი წლის მერე არ ახსოვდა და 11-ს მერე გაუნათდა გონება?! რაღაც ამ ფოტოზე ვერ ვხედავ დაჩაგრული და დალურჯებული ქალის გამოსახულებას!

Возможно, это изображение (6 человек, в том числе Zanguri Busa Beso и текст)

მეორე-ვერ ვხედავ დედას!!!მართალიც რომ იყოს,შვილის ინტერესები სადაა?!მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი რაღაც პერიოდის განმავლობაში და პირველად ვასაჯაროებ ამას ,ვერავინ იტყვის,რომ ჭკუასუსტი,მშიშარა და “ჩმორი”ვარ ,მაგრამ დედა ვარ !!!ნუ გამომიხტება აქ ეხლა ახალ მოდას აყოლილი ხალხი ,ზუსტად ვიცი,რასაც ვამბობ!უამრავი გამოხმაურება ვნახე და მათი უმრავლესობა უსაქმური,შეუმდგარი და უინტელექტო ტიპების დაწერილია!
მესამე-რომელ ძალადობაზე ვლაპარაკობთ?!კაციშვილს რომ არ აქვს ფაქტობრივი მტკიცებულება “გონებაგანათებულ”ბრალდებაზე თუ ახლა ,ამწამს რომ ჩემს თვალწინ საშინელ მდგომარეობაშია ჩაყენებული ბესო და მისი ოჯახი ?!
ვიცი ,რასაც ვამბობ და არ მინდა აქ ენას აყოლილი გამოთაყვანებული კომენტარები !
ბესოს ამჟამინდელი ცოლი ძალიან ჭკვიანი და კ ა რ გ ი გოგოა,არაჩვეულებრივი ოჯახიდან ! ცოტა ძნელი სარწმუნოა,რომ გვანცა ხელკეტების ქვეშ უჩენდა სამ შვილს ბესოს და ცემის შიშით დადის დღემდე ბედნიერი ღიმილით!!!
ის რაც ,”რუსთავი-2-მა”გააკეთა,სახელიც არ აქვს მაგას ! უნამუსო და აბსოლუტურად გახრწნილი ხალხის ნამოქმედარია,ის ,რაც მოვისმინე!!!! და ბესო რომ მართლა მოძალადე იყოს,აი ამ ქმედებებმა გადაფარა ყველაფერი !!!!
დაფიქრდით ცოტა,აზრზე მოდით და ცხვრებივით ნუ იმეორებთ სისულელეებს ,აქაოდა ხალხს ბნელები არ ვეგონოთო…
ბესო ზანგური არის სამაგალითო მამა და კარგი მეუღლე!ეს ზუსტად ვიცი და ისიც ვიცი ,რომ მოძალადეები არ იცვლებიან !!!პირიქით!!!
ბესო და გვანცა,მიყვარხართ და თქვენ გვერდით ვარ მთელი ჩემი ოჯახით!!!
❤ ❤ ❤
Zanguri Busa Beso