პოლიტიკაში არაფერია იმაზე ცუდი და არაფრისმომცემი,
ვიდრე ყალბი პათეტიკა, – რეალობისგან გაქცევა და ყალბი
იდეა-ფიქსების პედალირება!
სწორედ ეს შთაბეჭდილება დამრჩა უკრაინისა და
საქართველოს პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის
შესახებ უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული
ინფორმაციის გაცნობიდან.
რას იძლევა ეს ყველაფერი?!
პოლიტიკა პრაგმატიზმია და პოლიტიკურ მოღვაწეობას
საკუთარი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის შედეგი უნდა მოჰქონდეს ან შედეგის მოტანას უნდა ემსახურებოდეს, პრობლემებს
წყვეტდეს, – ყოველ შემთხვევაში, პრობლემის
გადაწყვეტის მიმართულებით ნაბიჯს დგამდეს!
არა!
ეს საუბარი ყველაფერია, გარდა პოლიტიკისა!
ეს უბრალოდ იდეოლოგიებისა და ორიენტაციების უსუსური პროპაგანდაა, დიალოგია ორი უსური ქვეყნის პრეზიდენტისა არაფრის შესახებ და არანაირი შედეგით!
ასე პოლიტიკოსები არ იქცევიან!
პოლიტიკა – შედეგია!
პოლიტიკა, რომელიც არ ემსახურება შედეგს –
არის პოლიტიკის სუროგატი.
p.s.
ზელენსკიმ თურმე გააცნო ქ-ნ ზურაბიშვილს ”ყირიმის პლატფორმის” ინიციატივა, რომლის ინაუგურაციაც მ/წლის აგვისტოში მოხდება და იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას და ორივენი განიხილავენ ”ყირიმის ნახევარკუნძულის დროებით უკანონო ოკუპაციას; განიხილეს აგერთვე ”აქტუალური სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ”.
ამის შემდეგ ჩემი შენიშვნის შინაარსი არ უნდა გაგიკვირდეთ, ცხადია, თუ იდეოლოგიით არა ხართ გონებაკორექტირებული.