ფეისბუქის გვერდი “საქართველოს საიმედო” 17 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
“გუშინ 17 წლის გოგომ, მე-11 კლასის მოსწავლემ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა…
თავზარი დაეცა სოფელ მეჯვრისხევს… მთელი სოფელი გლოვობს… უწყინარი, მშვიდი, მხიარული, კეთილი – ყველა ასე ახასიათებს ქეთის…
რთულია რამის თქმა, ძალიან რთულია, სიტყვებს ვერ პოულობ, რომ რამით შეძლო მწუხარების გადმოცემა..
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, ყველა სიტუაციაში აუცილებლად ვიპოვით იმედს..
ყველას გეხვეწებით, გემუდარებით, გაუფრთხილდით სიცოცხლეს.
ქეთის სული ახლა ქრისტეს ხელშია, ქრისტე კი სიყვარულია და გვწამს, რომ არსებობდა სიცოცხლის ის წამები, როდესაც ამ გოგონამ შეძლო სინანული მისი ქმედების გამო..
ვუსამძიმრებთ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებთ მათ”.
“რეზონანსი”