საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 18 აპრილს, 00:46 საათზე, ქალაქ ხობიდან 8 კმ-ში, სოფელ გამოღმა ქარიატასთან ახლოს დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრე, ცენტრის პირველადი მონაცემებით, 4.5 მაგნიტუდას შეადგენდა.
შენიშვნა: თავდაპირველად სტატიაში მითითებული იყო სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი მონაცემები, რომელთა თანახმადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ფოთის ჩრდილო-დასავლეთით,სოფელ ანაკლიაში იყო. ცენტრის ვებგვერდზე მონაცემების განახლების შემდეგ, სტატიაში მოცემული ინფორმციაც განახლდა.